კონფიდენციალურობა

ბოლო განახლების თარიღი : 2020 წლის 16 ნოემბერი

 

წინამდებარე კონფიდენციალურობის დოკუმენტი განმარტავს, Elco-ს მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა ტიპებს, თუ როგორ ვამუშავებთ მათ და რა მიზნებისთვის.

 

1.                  მომხმარებლის პირადი ინფორმაციის შეგროვება

Elco აგროვებს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ან უფლებას აძლევთ მესამე პირებს, რომ მოგვაწოდონ.

მომხმარებლის პირად ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, როგორც რეგისტრაციის დროს, ასევე პროფილში, საგადახდო ბარათებში და მისამართებში ველების შევსებით. ეს ინფორმაცია არის შემდეგი:

ა) საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი;

ბ) სახელი და გვარი;

გ) ელექტრონული ფოსტის მისამართი;

დ) სქესი;

ე) დაბადების თარიღი;

ვ) შეკვეთის მიწოდების მისამართები;

ზ) საგადახდო ბარათების მონაცემები;

 

2.                  შეკვეთების ინფორმაციის შეგროვება

Elco აგროვებს ინფორმაციას თქვენს მიერ შესრულებული შეკვეთების შესახებ, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

- რომელი პარტნიორი კომპანიიდან განხორციელდა შეკვეთა;

- მიტანის მისამართი;

- მიმწოდებელი საკურიერო კომპანია და კურიერის მონაცემები;

- გადახდის მეთოდი;

- შეკვეთის და მიწოდების დრო;

- პროდუქციის ან სერვისების ჩამონათვალი რაოდენობით და ფასებით;

- შეკვეთის დამატებითი ინფორმაცია;

- მომხმარებლის მიერ მითითებული შეფასება;

 

3.                  მონაცემების დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები

Elco ამუშავებს თქვენს პირად და შეკვეთების მონაცემებს იმისათვის, რომ შეასრულოს თქვენს მიმართ არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებები.

თქვენი პირადი ინფორმაციის და თქვენს მიერ განხორციელებული შეკვეთების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხორციელდება შემდეგი მიზნებისთვის:

ა) Elco აპლიკაციის მეშვეობით შესრულებულ შეკვეთასთან დაკავშირებით კომუნიკაციის დასამყარებლად

ბ) Elco პლატფორმის კორექტული ფუნქციონირებისთვის

გ) შეკვეთასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოწოდების ან გამოთხოვის მიზნით

დ) გადახდის და თანხის უკან დაბრუნების ავტომატური განხორციელებისთვის

ე) მიწოდების მისამართის და ლოკაციის დასადგენად

ვ) თქვენზე მორგებული შეთავაზებებისთვის (მაგალითად საჩუქარი დაბადების დღეზე)

ზ) წინა შეკვეთების დათვალიერებისა და განმეორებისთვის

თ) მომხმარებლის ვერიფიკაციის მიზნით

ი) პაროლის აღდგენის მიზნით

კ) მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით

 

4.                  ინფორმაციის გაზიარება და მიმღებები

Elco აზიარებს თქვენს პერსონალურ და შეკვეთების მონაცემებს მხოლოდ Elco-ს პარტნიორებთან და საკურიერო პარტნიორებთან შეკვეთის განხორციელების მიზნით.

თითოეული შეკვეთის ფარგლებში Elco-ს პარტნიორს, საკურიერო პარტნიორ კომპანიას და კურიერს გადაეცემა თქვენი შემდეგი ინფორმაცია:

- თქვენი სახელი;

- საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი;

- მიწოდების მისამართი;

- შეკვეთის სრული ინფორმაცია;

- მომხმარებლის მიერ მითითებული შეფასება;

 

ასევე, Elco-მ შესაძლოა გადასცეს ინფორმაცია მესამე პირს, როდესაც ჩვენი რწმენით ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია კანონის დასაცავად, სხვადასხვა იურიდიული პროცესის სამართავად. ასეთი შესაძლებელია იყოს:

ა) სამართალდამცავი ან მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში;

ბ) თაღლითობის პრევენციის მიზნით;

გ) უსაფრთხოების, Elco-ს, პარტნიორი და საკურიერო კომპანიების უფლებების დაცვის მიზნით;

 

თუ თქვენ ჩაერთეთ პარტნიორი კომპანიის მიერ შემოთავაზებულ აქციაში (მაგალითად ლოიალობის ბარათის გააქტიურება ან სხვა პრომო აქცია), Elco გადასცემს პარტნიორ კომპანიას თქვენს მიერ მოწოდებულ პირად ინფორმაციას, როგორიცაა: საკონტაქტო ტელეფონი, სახელი, ელ ფოსტა, სქესი, დაბადების თარიღი.

 

5.                  ინფორმაციული უსაფრთხოება

ჩვენ ვიყენებთ ადმინისტრაციულ, ორგანიზაციული, ტექნიკური და ფიზიკური დაცვის საშუალებებს, რათა დავიცვათ ის პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ და ვამუშავებთ. თუ შესაბამისი ზომების მიღების მიუხედავად მოხდა უსაფრთხოების დარღვევა, რასაც სავარაუდოდ ნეგატიური გავლენა ექნება მომხმარებლების კონფიდენციალურობის დაცვაზე, ჩვენ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, რაც შეიძლება მალე ვაცნობებთ შესაბამის მომხმარებლებსა და დაზარალებულ პირებს, აგრეთვე შესაბამის ორგანოებს.

 

 

6.                  ცვლილებები

წინამდებარე კონფიდენციალურობის დოკუმენტში ცვლილებები შესაძლოა პერიოდულად განახლდეს ან შეიცვალოს. ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება Elco-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და Elco-ს აპლიკაციაში. განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ნოტიფიკაციების ან/და ელ ფოსტის, ან სხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით.